"მანჩესტერის" შუა სეზონში ჩაბარებაზე ყველა ცნობილმა მწვრთნელმა უარი თქვა და გუნდის თავკაცად 63 წლის რაფაელ რანგნიკს დანიშნავენ.
The Athletic-ის მტკიცებით, რანგნიკს "იუნაიტედი" ექვსთვიან კონტრაქტს გაუფორმებს, შემდეგ კი კონსულტანტის თანამდებობაზე გადაიყვანენ.
ამჟამად გერმანელი სპეციალისტი მოსკოვის "ლოკომოტივის" სპორტული განვითარების ხელმძღვანელია.
შეგახსენებთ, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გადაყენების შემდეგ, "მანჩესტერის" დროებითი დამრიგებელი მაიკ კერიკია.