"იუნაიტედის" ახალმა მწვრთნელმა შესაძლოა რონალდოს სუპერმანქანებით სიარული აუკრძალოს

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო საკუთარი ძვირად ღირებული მანქანებით ცნობილია, თუმცა გუნდის ახალმა მწვრთნელმა რალფ რაგნიკმა შესაძლოა ვარსკვლავს მისი გამოყენება ვარჯიშზე მისასვლელად აუკრძალოს.

გერმანელ სპეციალისტს მკაცრი წესები როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ახასიათებს. ეს გამონაკლისი არც მანჩესტერში იქნება.

"ლაიპციგში" მოღვაწეობის დროს რაგნიკი ფეხბურთელებს სავარჯიშო ბაზაზე მისასვლელად მხოლოდ კლუბის მანქანის ვარიანტს სთავაზობდა. Mirror-ის მტკიცებით, ეს წესი "იუნაიტედშიც" ამოქმედდება.

მოგეხსენებათ, კრიშტიანო სუპერმანქანების დიდი მოტრფიალეა. მის ავტოფარეხში შეხვდებით "ფერარის", "ლამბორჯინის", "ბენტლისა" და სხვა ძვირად ღირებულ ავტომობილებს.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, მისი მწვრთნელები სპორტსმენს მეტ თავისუფლებას ანიჭებდნენ, მიზეზი კი
ათლეტის სტატუსი იყო, თუმცა გერმანელი სპეციალისტისთვის წესი ყველასთვის ერთნაირია. თუ ეს ყველაფერი ამოქმედდება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები სავარჯიშო ბაზაზე "შევროლეს" მარკის ავტომობილით მივლენ. მოგეხსენებათ, ამერიკული კომპანია "წითელი ეშმაკების" პარტნიორია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ფეხითაც სიამოვნებით ივლის ვარჯიშზე და გზაში ბუქნებს და "ატჟიმანიებსაც" გააკეთეს...:))
Talo
12:36 01-12-2021
3
საერთოდ მაგარი გოიმობაა, ბაზაზე ძვირფასი მანქანებით მისვლა, ნეიმარიც საკუთარი ვერტალიოტით მიდიოდა ბაზაზე და ძალიან ცუდი დასანახავი იყო ეს ყველაფერი. იყავით ცოტა მორიდებულები და უფრო დაგაფასებენ!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული