მინამინოს ბოლო წამებზე გატანილი გოლი და პენალტების სერიაში დამარცხებული "ლესტერი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს "ლივერპული" და "ლესტერი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც მერსისაიდელებმა 5:4 იმარჯვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

ყველაფერი საპირისპიროდ დაიწყო. უკვე მე-13 წუთზე ჯეიმი ვარდის 2 გოლის წყალობით (მე-9 და მე-13 წუთებზე) "მელიები" ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. მე-19 წუთზე სხვაობა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა შეამცირა, პირველი ტაიმის ძირითადი დროის დასრულებამდე 12 წუთით ადრე კი ჯეიმს მედისონმა მერსისაიდელთა კარი მესამედ აიღო.

მეორე ნახევარში იურგენ კლოპმა სათამაშოდ ჯეიმს მილნერსა და დიეგო ჟოტას უხმო. ამ უკანასკნელმა 68-ე წუთზე
1 გოლი გაქვითა. თითქოს საქმე "ლესტერის" მოგებისკენ მიდიოდა, თუმცა 90+5 წუთზე ტაკუმი მინამინომ წონასწორობა აღადგინა და "ლივერპული" ძირითად დროშივე მარცხს გადაარჩინა.

როგორც მოგახსენეთ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. 3-3 პენალტის შემდეგ გუნდებს 100% მაჩვენებელი ჰქონდათ. ფეხი პირველად "მელიების" მცველს, ლუკ ტომასს დაუცდა, თავის მხრივ კი, ნაბი კეიტამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა. მეხუთე დამაგვირგვინებელი საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად მინამინო მივიდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

ბრენდან როჯერსის გუნდს შანსი გაუჩნდა, თუმცა ცვლილებაზე შემოსულ რაიან ბერტრანდს მეკარემ აჯობა და მერსისაიდელებს შანსი კიდევ ერთხელ მიეცათ, რომელიც ჟოტამ გამოიყენა და საკუთარ გუნდს ნახევარფინალური ეტაპის საგზურიც აჩუქა, რომელიც 2022 წლის 4 იანვარს, "არსენალის" წინააღმდეგ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული