რონალდოს გოლი და საგოლე გადაცემა - "მანჩესტერმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-20 ტურში „მანჩესტერმა“ სახლში 3:1 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი „ბარნლი“

რონალდომ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, მან ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, სულ კი მიმდინარე ჩემპიონატის 15 შეხვედრაში მის ანგარიშზე 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

„მანჩესტერს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 31 ქულით მე-6 ადგილზეა და 3 იანვარს „ვულვერჰემპტონს“ უმასპინძლებს.

ახალი მწვრთნელის, რანგნიკის ხელმძღვანელობით „იუნაიტედმა“ 5 მატჩიდან 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - ბარნლი 3:1
გოლები: 1:0 მაკტომინი (8), 2:0 მი
(27, საკ. კარში), 3:0 რონალდო (35), 3:1 ლენონი (38)

მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ფეხბურთელებო, დააკვირდით ამ შვიდასზე მეტი ბურთის გამტან რონალდოს თუ როგორ უხარია თითოეული გოლის გატანა, მნიშვნელობა არა აქვს ვისთან, მთავარია მოტივაცია. ისწავლეთ მისგან,
მახა
09:52 31-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული