"ჩელსიმ" ტიაგო სილვასთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა

AutoSharing Option
"ჩელსიმ" მცველ ტიაგო სილვასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

37 წლის ბრაზილიელს ხელშეკრულება ამა წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული.

"ჩელსიში" თამაში ნამდვილი სიამოვნებაა. არასოდეს არ მეგონა, თუ ამ შესანიშნავ კლუბში სამი წელი ვითამაშებდი, ამიტომ კიდევ ერთი წლით აქ დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა ტიაგო სილვამ.

ის "არისტოკრატებში" 2020 წლის აგვისტოში პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული