"მანჩესტერს" "ვულვზთან" რონალდოს კაპიტნობამაც ვერ უშველა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 21-ე ტურში „მანჩესტერი“ საკუთარ მოედანზე „ვულვერჰემპტონთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდს რონალდომ იმის გამო უკაპიტნა, რომ მაგუაირი ტრავმირებულია. კრიშტიანო 2008 წლის შემდეგ პირველად იყო „იუნაიტედის“ კაპიტანი. მანკუნიანელთა მცველმა ჯონსმა ტრავმა მოირჩინა და სასტარტოში ვიხილეთ - მან ბოლოს 2020 წლის 26 იანვარს ითამაშა.

პირველ ტაიმში სტუმრებმა მეტოქის კარისკენ 15-ჯერ დაარტყეს - მინიმუმ 2003-04 წლების სეზონის შემდეგ ეს „ოლდ ტრაფორდზე“ მიღწეული რეკორდია. შესვენებამდე მათ ვერ გაიტანეს, სამაგიეროდ, 82-ე წუთზე მოუტინიომ დალაშქრა დე ხეას კარი და „მანჩესტერი“ რანგნიკის ხელმძღვანელობით პირველად დამარცხდა.

„მანჩესტერს“ 19
ჩატარებულ მატჩში 31 ქულა აქვს მოპოვებული, მე-7 ადგილზეა და 15 იანვარს ბირმინგემში „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება; „ვულვზს“ კი ამდენივე შეხვედრაში 28 ქულა აქვს, მე-8 პოზიციაზეა და იმავე დღეს „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - ვულვერჰემპტონი 0:1
გოლი: მოუტინიო (82)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მთავარია ჩაინიკ რანგნიკის დიადი რუსული "გამოცდილება" ხომ მუშაობს.
Kipit Chainik!
12:45 04-01-2022
1
ამ გუნდს ფერგის მერე ეღირსება მწვრთნელი?
Talo
10:04 04-01-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული