მიკოლენკოს "ევერტონში" დებიუტი არაერთგვაროვნად შეუფასეს

AutoSharing Option
კიევის "დინამოსგან" 20 მილიონ ფუნტად შეძენილი უკრაინის ნაკრების 22 წლის მცველ ვიტალი მიკოლენკოს "ევერტონში" დებიუტი შედგა.

"ევერტონმა" თასის 1/32-ფინალში სტუმრად დამატებით დროში 3:2 დაამარცხა "ჰალი", ახალწვეულმა კი შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

Instat Index-მა მას ლივერპულური გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება დაუწერა - 204.

SofaScore-ის მიხედვით კი, ის "ევერტონში" ტაუნსენდთან ერთად 7.4-ქულიანი შეფასებით საუკეთესო იყო.
Whoscored-მა უკრაინელს "7.67-იანი" დაუწერა - ეს გუნდში გომეშისა და გორდონის შემდეგ საუკეთესო შეფასებაა.

ვიტალი 72-ჯერ შეეხო ბურთს, 26 ზუსტი გადაცემა (67%) გააკეთა, 9-დან
4 ორთაბრძოლა მოიგო, 2-ჯერ "მოატყუეს", ერთხელ დაარტყა კარში და ორჯერ დაჯარიმდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული