"ასტონ ვილამ" კოუტინიო ოფიციალურად წარადგინა

AutoSharing Option
"ასტონ ვილამ" 29 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად წარადგინა.

"ბარსელონადან" ექვსთვიანი იჯარით გადასულმა კოუტინიომ ბირმინგემულ გუნდში 23-ნომრიანი მაისური აიღო.

სავარაუდოდ, მისი დებიუტი "ასტონ ვილაში" 15 იანვარს, "მანჩესტერთან" პრემიერლიგის 21-ე ტურის საშინაო მატჩში შედგება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრაზილიელებს გვანან ზოგადად ქართველები . ნიჭი აქვს და მენტალიტეტი არა. ორ კაპიკს იშოვიან და უკვე არასერიოზულად უდგებიან საქმეს. ერთ ერთი აგერაა სახეზე
ტოტტი
09:02 12-01-2022
0
სხვათაშორის კოუს რეგრესი, მწვრთნელების კისერზეა, თავის პოზიციაზე არ ათამაშებდნენ და ბოლოს ახეხინეს სკამი, ამას დაემატა ტრავმები და ლოგიკურია დაკარგავდა მოტივაციას და სათამაშო ფორმასაც. ბაიერნში როცა გადავიდა იქ ფიზიკურადაც კი მოძლიერებული იყო და ბრძოლის უნარიანიც. თავი და თავი, როგორიც მწვრთნელიც ყავს გუნდს, ისე თამაშობს გუნდიც. გაიხსენეთ ლივერპული, არაფერი გუნდიც არ იყო ჰა, ჰა საშუალოზე ოდნავ ძლიერი,მოვიდა გადარეული (კარგი გაგებით) კლოპი და მაგარი გუნდი შექმნა. ასეა მწვრთნელზე ყველაფერია დამოკიდებული.
warmateba kous
14:06 12-01-2022
0

სიახლეები პოპულარული