პრემიერლიგის 22-ე ტურში "ასტონ ვილა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაზავდნენ - 2:2.
სტუმრები ბრუნო ფერნანდეშის დუბლით 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ 68-ე წუთზე შეცვლაზე ბირმინგემელთა ახალწვეული კოუტინიო შევიდა, რომელიც "ბარსელონადან" იჯარით აიყვანეს. მისი წამოწყებული კომბინაცია რამსიმ დააგვირგვინა, ხოლო 81-ე წუთზე ბრაზილიელმა დე ხეას თავად გაუტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
"მანჩესტერი" 32 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო "ასტონ ვილა" 23 ქულით მეცამეტეზე. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს 2-2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ბირმინგემი. "ვილა პარკი"
ასტონ ვილა - მანჩესტერი 2:2
გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (6), 0:2 ბრუნო ფერნანდეში (67), 1:2 რამსი (77), 2:2 კოუტინიო (81)
- "იუნაიტედმა" 2014 წლის შემდეგ პირველად ვერ დაამარცხა "ასტონ ვილა" გასვლაზე.
- ბრუნო ფერნანდეშმა "მანჩესტერში" ჩემპიონატზე ჩატარებულ 70 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- რანგნიკის ხელმძღვანელობით "მანჩესტერმა" ყველა ტურნირზე 8 მატჩიდან 4 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.
- "მანჩესტერმა" 2016 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო გასვლითი შეხვედრა, რომელსაც ორბურთიანი სხვაობით იგებდა.
- სტუმართა თავდამსხმელმა რონალდომ ბარძაყის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.