ფრენკ ლამპარდს მალე "ევერტონს" ჩააბარებენ, - იტყობინება ბრიტანული "ტელეგრაფი".
გამოცემის მტკიცებით, 43 წლის ლამპარდმა გასაუბრებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კლუბის მფლობელ ფარად მოშირზე, რომელმაც გუნდის მწვრთნელობა შესთავაზა.
თუ ლამპარდი დათანხმდა, მუშაობას უკვე შემდეგი კვირიდან შეუდგება და გუნდის "ბრენტფორდთან" თასის მატჩისთვის მომზადებას დაიწყებს.
თუ ლამპარდი დათანხმდა, მუშაობას უკვე შემდეგი კვირიდან შეუდგება და გუნდის "ბრენტფორდთან" თასის მატჩისთვის მომზადებას დაიწყებს.
ლამპარდი ერთ წელზე მეტია უმუშევარია. ადრე მან "კრისტალ პალასის", "ასტონ ვილასა" და "ნორვიჩის" შეთავაზებაზე უარი თქვა.