რუნი დრამატულ მატჩში ულამაზესი გოლით გადარჩა - შოთასთან დაპირისპირება მოახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრიტანული მედიის თანახმად, უეინ რუნი "ევერტონის" გაწვრთნაზე უარს ამბობს, რადგან მას "დერბი ქაუნთის" გადარჩენა სურს. ჩემპიონშიპის აუტსაიდერებმა "ბირმინგემთან" საშინაო შეხვედრა ნამდვილად გადაარჩინეს - 56-ე წუთზე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა მატჩის უკანასკნელი წუთები დრამატული გამოდგა - 2:2.

რუნის გუნდმა სხვაობა 87-ე წუთზე, ლუკ პლანგის გოლით შეამცირა, 95-ზე კი ნამდვილი დრამა ვიხილეთ - ტრავმის შემდეგ დიდი ხნის უთამაშებელმა, 24 წლის პოლონელმა მცველმა კრისტიან ბიელიკმა ულამაზესი "მაკრატელა" გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა.

"დერბს" ჩემპიონშიპში, სადაც შოთა არველაძის "ჰალიც" გამოდის, 15 ქულა აქვს,
ბოლოსწინა ადგილზეა და 2 თებერვალს "ჰადერსფილდს" ესტუმრება. 8 თებერვალს კი რუნის ქართველ სპეციალისტთან დუელი ელის. 

altშოთას პირველი კომენტარი - 20 წლის შემტევმა ისევ გაიბრწყინა

altშოთა არველაძემ ინგლისში მოგებით დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული