რონალდომ ზედიზედ მეექვსე მატჩში ვერ გაიტანა - "მანჩესტერმა" ვერ მოიგო

AutoSharing Option
პრემიერლიგის 25-ე ტურში „მანჩესტერი“ საკუთარ მოედანზე ფრეს დასჯერდა „საუთჰემპტონთან“ - 1:1.

„იუნაიტედის“ თავდამსხმელმა რონალდომ შეუცვლელად ითამაშა და ზედიზედ მე-6 მატჩში ვერ გაიტანა გოლი. კრიშტიანოსთვის ეს სერია 2009 წლის იანვარის შემდეგ უარესია. მაშინ ამავე გუნდში თამაშობდა და 7 შეხვედრაში უგოლოდ დატოვა მოედანი.

„მანჩესტერი“ 40 ქულით მე-5 ადგილზეა და 16 თებერვალს „ბრაიტონს“ უმასპინძლებს.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“. 73 085 მაყურებელი
მანჩესტერი - საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 სანჩო (21), 1:1 ადამსი (48)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული