5 თებერვალს ფეხბურთის პორტუგალიელი ლეგენდა კრიშტიანო რონალდო 37 წლის გახდა, მეორე ნახევარმა ჯორჯინა როდრიგესმა კი ახალთახალი ავტომობილი აჩუქა.
ჯორჯინამ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევს "კადილაკის" მარკის 150 000 ევროდ შეფასებული ჯიპი აჩუქა.
მოგეხსენებათ, წყვილს 4 შვილი ჰყავს, საოჯახო ტიპის ავტომობილი კი ყოველთვის საჭიროა.
სხვა დანარჩენს აღწერაც არ სჭირდება, უბრალოდ, დატკბით სილამაზით.
შეგახსენებთ, პორტუგალიელის "იუნაიტედი" პრემიერლიგის 24-ე ტურში "ბარნლის" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. რონალდო მოედანზე 68-ე წუთზე ედინსონ კავანის ნაცვლად შევიდა, თუმცა "წითელ ეშმაკებს" მორიგი 3 ქულა ვერ მოუტანა.