ახალი უმძიმესი სანქციები - აბრამოვიჩი და "ჩელსი" შავ დღეში აღმოჩნდნენ

AutoSharing Option
ბრიტანეთის მთავრობამ ლონდონის "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა და მისი აქტივები მთლიანად გაყინა.

ჟურნალისტი სტივენ სვიფორდი წერს, რომ ახალი სანქციების მიხედვით, აბრამოვიჩს ეკრძალება კლუბის გაყიდვა, "არისტოკრატები" კი ყველა იმ ტურნირზე მონაწილეობას გააგრძელებს, სადაც ამჟამად ასპარეზობს.

პარალელურად, The Times-ის ჟურნალისტი მარტინ ციგლერი სხვა ინფორმაციასაც ავრცელებს.

"ჩელსის" სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების ყიდვა, ამასთან ერთად, მოქმედ მოთამაშეებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაც აეკრძალება.

ცნობილია ისიც, რომ "არისტოკრატები" ვერ შეძლებს კლუბის მატჩების ბილეთების გაყიდვას და დაიკეტება მათი მაღაზიები ბრიტანეთში.

შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩს კლუბის გაყიდვა სურდა. ახლა რა
ბედი ეწევა "ჩელსის", უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღირსები არიან ჩელსის ფანები- ფეხბურთი რადიოშიც არ უნდა ასმენინო.მაგათი ბრალია ყველაფერი. ეს ერთი(ხო ყლ...ბაა,მაგრამ ასე გადაწყვიტა მთავრობამ).
მეორე-თავისუფლება არაბულ კაპიტალს,მერე რა რომ იქ შარიათის წესით ადამიანებს კუწავენ.
და...ვდა მსოფლიო.
Levani
20:35 10-03-2022
3
უკაცრავად, მაგრამ ამ კლუბს რუსეთის გარდა "არისტოკრატებს" არსად არ ეძახიან.
ირაკლი
14:53 10-03-2022
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული