ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობის გამო რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ინგლისის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ მოყვა. მოგეხსენებათ, ოლიგარქს "ჩელსი" ჩამოართვეს და ბრიტანეთიდანაც გამოაძევეს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ თითქმის მთელი მსოფლიო ერთხმად უკრაინას მხარს უჭერს, პუტინთან დაახლოებულ პირებზე კი ნელ-ნელა ყველაფრის გარკვევა დაიწყეს. BBC-მ დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია, თუ საიდან იშოვა აბრამოვიჩმა ამდენი ფული. საუბარია ქურდობაზე, კორუფციასა და გატაცებაზე.
როგორ გამოიმუშავა აბრამოვიჩმა ამდენი თანხა?
რომანს პირველი კანონდარღვევა 1992 წელს საწვავით დატვირთული ავზის გატაცებით უფიქსირდება. რუს ბიზნესმენს მისი
გაყიდვა და დიდძალი მატერიალური სარგებლის ნახვა სურდა. რუსმა ადვოკატებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ეს ყველაფერი გაურკვევლობა იყო და სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მაშინ პოლიციას მისი დაკავების ორდერი გადაეცა, თუმცა მას შემდეგ ეს საქმე უკვალოდ გაქრა...
რა თქმა უნდა, ჩამონათვალში კორუფციასაც შეხვდებით. იმისთვის, რომ "გაზპრომის" წილი შეეძინა, პოლიტიკური გავლენა სჭირდებოდა, რუს მილიარდერს კი ეს "პატივი" არ ჰქონდა. ამიტომაც ბორის ბერეზოვსკის (მეორე რუსი ოლიგარქი, აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია თვითონვე დაადასტურა) 10 მილიონი ფუნტი გადასცა, რათა ბორის ელცინის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურისთვის, ალექსანდრ კორჟაკოვისთვის გადაეხადა. 1997 წელს წილის ყიდვა თაღლითობის ბრალდებით იქნა გამოძიებული, თუმცა... ალბათ, თქვენ თვითონვე მიხვდებით... რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა ჰქონდა და ხელშეუხებელი იყო.
გატაცებაში ბრალდებული...
Slavneft-ის ყიდვაში აბრამოვიჩს წინააღმდეგობას ჩინური კომპანია უწევდა. მეტიც, ოლიგარქის შეთავაზებულ თანხაზე ორჯერ მეტის გაცემისთვის იყვნენ მზად, თუმცა მოსკოვში მყოფი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი გაიტაცეს, მოგვიანებით კი აზიურმა მსხვილმა კომპანიამ Slavneft-ის ყიდვაზე უარი განაცხადა. BBC-ს რუსის ადვოკატებმა განუცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მათ მიერ მოყოლილი ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაცია ყალბი იყო.
ურთიერთობა ალექსანდრა კორენდიუკთან
რუსის პირადი ურთიერთობაც დიდი სკანდალითაა მოცული. საუბარი მიდის, თითქოსდა 25 წლის უკრაინელ მოდელს, ალექსანდრა კორენდიუკს უკვე 1 წელია ხვდება.
სამშაბათს ოლიგარქი ისრაელის აეროპორტში დააფიქსირეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, რომანი მოსკოვში ჩაფრინდა.
როგორც ჩანს, ლონდონის "ჩელსის" ექსმფლობელს სკანდალური წარსული ჰქონია. რაც შეეხება ინგლისურ გუნდს, "არისტოკრატების" გაყიდვა აბრამოვიჩს 31 მაისამდე შეუძლია.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
https://thebeautifulhistory.wordpress.com/clubs/chelsea/
აქამდე არ იცოდნენ?!...