ინგლისის ჩემპიონშიპის 38-ე ტურში შოთა არველაძის "ჰალ სიტი" "ქოვენთრის" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
სტუმრებმა ორივე გოლის გატანა პირველ ტაიმში მოახერხეს. თავი რიჩარდ სმოლვუდმა (4) და რაიან ლონგმენმა (28) გამოიჩინეს.
ამრიგად, "ჰალი" 41 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 19 მარტს, "ლუტონ თაუნის" წინააღმდეგ ჩაატარებს.