25 წლის ხორვატმა მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა "რუბინთან" კონტრაქტი 13 მარტს შეაჩერა და დღეს სეზონის ბოლომდე "შეფილდ იუნაიტედში" გადავიდა.
ურემოვიჩმა ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 18 მატჩში 6 ყვითელი ბარათი მიიღო. მან ხორვატიის ნაკრების ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა.
"შეფილდ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონშიფში მეხუთე ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.
"რუბინი" ხვიჩა კვარაცხელიამ და ყველა ლეგიონერმა დატოვა.