"რუბინის" მცველი ინგლისურ კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
25 წლის ხორვატმა მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა "რუბინთან" კონტრაქტი 13 მარტს შეაჩერა და დღეს სეზონის ბოლომდე "შეფილდ იუნაიტედში" გადავიდა.

ურემოვიჩმა ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 18 მატჩში 6 ყვითელი ბარათი მიიღო. მან ხორვატიის ნაკრების ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა.

"შეფილდ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონშიფში მეხუთე ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

"რუბინი" ხვიჩა კვარაცხელიამ და ყველა ლეგიონერმა დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ასე ირონიით რომ მოიხსენიებთ ურემოვიჩს იქნებ ისიც გაგეთვალისწინებიათ რომ ის ხორვატიის ნაკრების წევრია, ხორვატია კი მსოფლიოს ვიცე- ჩემპიონი და ერთ ერთი ძლიერი ნაკრები მსოფლიოში.ხვიჩა კი საქართველოს ნაკრების წევრია, რომელმაც შესარჩევ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და ვერც ერთი სატურნირო თვალსაზრისით პრინციპული თამაში ვერ მოიგო, ამასთან ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ რუბინში სამი წლის მანძილზე სულ 8 თუ 9 გოლი აქვს გატანილი.... ხოდა მგოია ეს არის მიზეზი იმისა რომ ურემი ინგლისში წავიდა კვარა კი ბათუმში......ისე ძალიან გამეხარდა ეს ამბავი......
შულაია
25 მარტი 2022 10:34
0
ვისაც რუბინის თამაშები გაქვთ ნანახი, ამაზე ინერტული მცველი ალბათ არ არსებობს მაგუაერის შემდეგ...
smrzy))
24 მარტი 2022 23:14
0
შური სხვაა!
აკა
25 მარტი 2022 11:30
0
საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელისთვის, ვერ მოიძებნე ვერც ერთი უცხოური კლუბი,მიზეზი ის არის რომ ქართველია?
გიორგი
24 მარტი 2022 21:32
2
მიზეზი აგენტი მამუკა ჯუღელია
nika7
25 მარტი 2022 10:14
1
ახლაც იტყვით, რომ ჯუღელის ბრალი არაა, რომ ხვიჩას ბათთუმს იქით ცხვირი არ გააყოფინეს.
რრრ
24 მარტი 2022 20:23
6
ყველა როგორ ტყუის ხვიჩას ფან-კლუბის გარდა! არავის აზრს თქვენ არ ითვალისწინებთ, ილუზიებში ხართ, ხან ლონდონი და ხან მადრიდი, რეალობა კი "ბათუმია", ის ჯუღელი რო არა, დღეს ბარე ორი სად მოზელდა ტალახს დავინახავდი.
რეზო
25 მარტი 2022 11:28
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული