37 წლის რონალდოს ჰეთ-თრიკი - "მანჩესტერი" პორტუგალიელმა იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში კრიშტიანო რონალდოს ბენეფისი ვიხილეთ. 37 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "ნორვიჩის" კარი სამჯერ აიღო და "წითელ ეშმაკებს" საშინაო გამარჯვება მოუპოვა - 3:2.

32-ე წუთზე "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები უკვე 2:0 იგებდნენ - რონალდოს ჯერ ელანგამ, შემდეგ კი ტელესმა გაატანინა, თუმცა დოუველისა და პუკის გოლებით 52-ზე ანგარიში გათანაბრდა. კრიზისიდან მანჩესტერელები ისევ რონალდომ დაიხსნა და 76-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის "იუნაიტედის" მთავარი კონკურენტები, "არსენალი" და "ტოტენჰემი" დამარცხდნენ. მანჩსტერელებს 54 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე არიან. რალფ რაგნიკის გუნდი
19 აპრილს პრინციპულ მეტოქე "ლივერპულს" "ენფილდზე" ესტუმრება.

alt"ორი შურიანი" - რონალდომ რუნისა და კარაგერს უპასუხა

altაბა, დაბერდაო - რონალდოს 59-ე ჰეთ-თრიკი და მსოფლიოს რეკორდი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
თავისი საქმის უმაღლესი დონის პროფესიონალი, სულით სპორცმენი. ერთი სიტყვით ლეგანდა კაცი. მესის დიდი პატივისცემის მიუხედავად იმას რასაც 38 წლის რონალდო აკეთებს დღეს მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს ლიგაში პრემიერლიგაში ამას მესი ვერ აკეთებს საფრანგეთის ლიგა ერთში. და როცა ლეგენდარული მესი 38 წლის გახდება ოთხი წლის შემდეგ, შეძლებს ამ დონეზე თამაშს?? დარწმუნებულივარ რომ მის დიდ ფანობასაც კი არ სჯერა ამის. რონალდო პირველია მან ეს დაამტკიცა 38 წლის ასაკშიც!!
ირაკლი
15:50 17-04-2022
3
მართლაც გასაოცარი ფეხბურთელია!
სოსო
13:56 17-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული