უხვგოლიან დაპირისპირებაში "არსენალმა" "ჩელსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 20 აპრილს, პრემიერლიგაში გადადებული შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური მატჩი ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯის" მოედანზე "ჩელსისა" და "არსენალს" შორის ჩატარდა (25-ე ტური). შეხვედრა "მეთოფეების" გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი 2:2 მორჩა. გოლები ედვარდ ნკეტიამ (0:1, მე-13 წუთი), ტიმო ვერნერმა (1:1, მე-17 წუთი), სმიტ როუმ (1:2, 27-ე წუთი) და სესარ ასპილიკუეტამ (2:2, 32-ე წუთი) გაიტანეს.

მე-2 ნახევარში სტუმრებმა "არისტოკრატების" კარის აღება კიდევ 2-ჯერ მოახერხეს, 57-ე წუთზე ედვარდ ნკეტიამ საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 90+2 წუთზე ბუკაიო საკამ დააფიქსირა.

ამრიგად, "ჩელსი"
62 ქულით (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 24 აპრილს, "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"არსენალი" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 57 ქულით "ტოტენჰემს" გაუთანაბრდა და ჩრდილოლონდონელებთან ერთად მე-4-მე-5 ადგილებს ინაწილებს (მე-4 "ტოტენჰემი", "მე-5 "არსენალი"), შემდეგ ტურში კი (23 აპრილს) "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.

სხვა შეხვედრები:

"ევერტონი" - "ლესტერი"- 1:1

"ნიუკასლი" - "კრისტალ პალასი" - 1:0

"მანჩესტერ სიტი" - "ბრაიტონი" - 3:0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული