"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს, ჰარი მაგუაიერს "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი გულშემატკივარი ემუქრება.
მანიაკის თქმით, თუ ინგლისელი ფეხბურთელი გუნდს არ დატოვებს, მის სახლში დამონტაჟებულ 3 ბომბს ააფეთქებს. ჰარიმ საკუთარი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა, უცნობმა პიროვნებამ კი სპორტსმენს მანჩესტერული გუნდის დასატოვებლად 72 საათი მისცა...
შეტყობინება ფეხბურთელის აგენტს "ლივერპულთან" 0:4 მარცხის შემდეგ მიუვიდა, რის შემდეგაც პოლიციამ და გაწვრთნილმა ძაღლებმა სახლი და ბაღი კარგად გაჩხრიკეს, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.
წყაროს თქმით განცხადება სერიოზულია:
"ჰარი და მისი თანაგუნდელები სოციალურ ქსელში მუქარას ხშირად იღებდნენ, თუმცა ეს მათგან რადიკალურად
განსხვავდება. მეილზე მოსული შეტყობინების თანახმად, თუ ფეხბურთელი 72 საათში გუნდს არ დატოვებდა, მაშინ მის სახლში დამონტაჟებულ 3 ბომბს აამოქმედებდა და ყველაფერს გაანადგურებდა".
ჯერ-ჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს მაგუაიერი, თუმცა როგორც ჩანს, "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები ინგლისელი მცველის გამოსვლით კმაყოფილები აღარ არიან და მისი გუნდიდან გაგდებას ყველაზე ცუდი გზით ცდილობენ.
მომზადებულია TheSun-ის მიხედვით