იურგენ კლოპმა "ლივერპულის" მიმდინარე სეზონი შეაფასა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდის მიმდინარე სეზონის შედეგებზე ისაუბრა.

"ერთის მხრივ, აშკარაა, რომ ყველა ტურნირის მოგება შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში ძალიან რთულია. მეორეს მხრივ, უნდა შევხედოთ ტიტულებს, რომლებიც მოვიპოვეთ და უნდა ვიფიქროთ, ეს არის წარმატება? აქამდე სეზონი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, თუმცა თუ სხვას ვერაფერს მოვიგებთ, მაშინ ეს ყველაფერი ასე აღარ იქნება და ვერც ჩინებული გამოვა.

ჩვენ ლიგის თასზე უკვე გავიმარჯვეთ, თუმცა "ლივერპული" ვართ, მსოფლიო დონის გუნდი, ამიტომ რთულია სეზონი წარმატებულად ჩათვალო, როდესაც მხოლოდ 1 თასი მოიგე და ამავდროულად რამდენიმე გათამაშების
ფინალში იმყოფები, ჩვენ ეს ვიცით" - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალს" 28 მაისს დაუპირისპირდებიან, FA თასის გადამწყვეტ შეხვედრას კი დღეს, 14 მაისს, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. ინგლისური გრანდების თამაში 19:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

alt"მეუბნებოდნენ, "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ ვერაფერს მიაღწევო; ხედავთ, სადაც ვარ..." - სალაჰი ფინალის მოსაგებად ემზადება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული