"ლივერპულმა" თასი მოიგო, მაგრამ "რეალთან" მატჩის წინ სალაჰი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის ფინალში "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია და 2006 წლის შემდეგ პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული - ისტორიაში მერვედ.

დაძაბული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "ლივერპულმა" იმარჯვა.

33-ე წუთზე ტრავმა მიიღო „წითლების“ შემტევმა სალაჰმა და შეცვალეს. ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულად დაშავდა ეგვიპტელი და შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალთან“ თამაშს.

კლოპი პირველი მწვრთნელი გახდა, რომლის ხელმძღვანელობით "ლივერპულმა" ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი და ლიგის თასი მოიგო. მან მწვრთნელის რანგში 11 ტიტული მოიგო, მათ შორის
6 ამჟამინდელ გუნდთან ერთად.

"ჩელსი" თასის ფინალში ზედიზედ მესამედ დამარცხდა, რაც ანტირეკორდია.

ლონდონი. „უემბლი“. 84 897 მაყურებელი
ჩელსი - ლივერპული 0:0 (პენ. 5:6)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამუშავდა რეალის მჩხიბავები.Dდდდდდდდდდდდდდდდდდდ
ეეე
22:52 14-05-2022
9
რეალი დიდი გუნდია ძალიან,სულ თითზე ჩამოსათვლელია ესეთი გუნდები,მაგრამ რომ გითხრან, ისურვე შენთვის რაც გინდაო,ვერ ისურვებ ისე როგორც წელს რეალს წაუვიდა საქმეები.ნამდვილად ვერ თამაშობს ვერც სიტის დონის ფეხბურთს და ვერც ლივერპულის,მაგრამ როგორც ეტყობა წელს ფეხბურთის ღმერთს(ან მაფიას) გადაწყვეტილი აქვს რეალის ჩემპიონობა.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული