ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა

AutoSharing Option
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო იმ ადამიანების შესახებ წერს, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გუნდის ახალი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტები იქნებიან.

ნიდერლანდელს "ოლდ ტრაფორდზე" დახმარებას მიჩელ ვან დერ გააგი და სტივ მაკლარენი გაუწევენ.

მაკლარენთან ერთად ტენ ჰაგი 2009/10 წლების სეზონში "ტვენტეში" მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ მაკლარენი 1999 წლიდან 2001 წლამდე "მანჩესტერში" ალექს ფერგიუსონის თანაშემწეც გახლდათ.

რაც შეეხება ვან დერ გააგს, ის ერედივიზიონის გასულ სეზონში ტენ ჰაგის ასისტენტი გახლდათ და მას სამუშაოდ ინგლისშიც გაჰყვება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული