"სიტიმ" "არსენალს" გაბრიელ ჟეზუსის შეძენა შესთავაზა

AutoSharing Option
ერლინ ჰოლანის შეძენის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" გაბრიელ ჟეზუსის გაყიდვას ცდილობს, - იტყობინება ESPN.

"სიტიმ" "არსენალს" ბრაზილიელი თავდამსხმელის 55 მილიონ ფუნტად შეძენა შესთავაზა, მაგრამ "მეთოფეები" ამ ფასად ტრანსფერის განხორციელებაზე არ არიან თანახმა.

"ქალაქელთა" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ჟეზუსის შენარჩუნება უნდა, თუმცა მის გასხვისებასაც არ შეუშლის ხელს.  ჟეზუსის შეძენა ძალიან უნდა "არსენალის" თავკაც მიკელ არტეტას, მაგრამ ლონდონური კლუბი შეტევის გასაძლიერებლად სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

ამ სეზონში 23 წლის ჟეზუსმა კლუბში ყველა ტურნირზე 40 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის მანჩესტერულ
გუნდში 2016 წელს "პალმეირასიდან" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული