გავიმ შეიძლება კარიერა "მანჩესტერში" გააგრძელოს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ეკრემ კორუნი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "ბარსელონას" 17 წლის ნახევარმცველ გავის სამსახურით "მანჩესტერი" დაინტერესდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი გავისთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ ახერხებს.

გავიმ გასულ სეზონში "ბარსაში" 47 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ესპანეთის ნაკრებში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

Transfermarkt-ის მიხედვით, გავის ფასი 60 მილიონი ევროა და მისი შეძენის სურვილი აგრეთვე "ლივერპულსა" და "ბაიერნს" აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გავი ჯერ ძალიან პატარაა,რომ ასე უკანმოუხედავად გაიქცეს სხვაგან.რამდენადაც ვიცი,ის ბარსას აღზრდილია და ეს ისეთი კლუბია,რომელიც დიდხანს არ დარჩება ჩრდილში.გავი კი,აუცილებლად მისი ერთერთი ლიდერი იქნება.ეს იმ შემთხვევაში თუ დარჩა,ხოლო თუ წავიდა,ეს ჩემი აზრით დიდი შეცდომა იქნება.არ შეიძლება 17 წლის ბიჭი,პირველ რიგში ფულს გამოეკიდოს.კი,გახდება და უკვე ახლავეც არის,ძალიან კარგი ფეხბურთელი,მაგრამ ვერსად ვერ განვითარდები ისე კარგად,როგორც მშობლიურ კლუბში.არც ტიტულები მოაკლდება ბარსაში და არც შემოსავალი.მეც ძალიან ნაწყენი და გულგატეხილი ვარ,ბარსელონას მფლობელების ცუდი საქციელის გამო,მაგრამ,უფროსები მიდიან და მოდიან,ბარსელონა კი რჩება.ტყუილად ხომ არ ხდება,რომ ტიტულოვანი,დიდი ფეხბურთელები მზად არიან,თუნდაც ძალიან დაბალი ხელფასით,მაგრამ საკუთარი თავი ნახონ,ხოლო ზოგიერთმა კვლავ ნახონ, ბარსელონას რიგებში მოთამაშე.
სოსო
12:49 30-05-2022
1
ბარსას პრეზიდენტი ძალიან მოიკოჭლებს ტრანსფერებში. მოიყვანენ უცხო ფეხბურთელებს გადაყრიან ფულებს, დაალპობენ სკამზე და მერე რის ვაივაგლახობით უშვებენ, ზოგს იჯარით, ზოგსაც კაპიკებში. ერთი დამისახელეთ ბოლო პერიოდში თუ იყიდეს რომელიმე ტოპ ფეხბურთელი?
სიმართლე.
10:58 30-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული