ჟურნალისტი ეკრემ კორუნი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "ბარსელონას" 17 წლის ნახევარმცველ გავის სამსახურით "მანჩესტერი" დაინტერესდა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი გავისთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ ახერხებს.
გავიმ გასულ სეზონში "ბარსაში" 47 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ესპანეთის ნაკრებში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
Transfermarkt-ის მიხედვით, გავის ფასი 60 მილიონი ევროა და მისი შეძენის სურვილი აგრეთვე "ლივერპულსა" და "ბაიერნს" აქვთ.