მანე "ლივერპულს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
30 წლის სენეგალელ ნახევარმცველ სადიო მანეს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ უკვე გადაწყვიტა გუნდის გამოცვლა, - იტყობინება The Athletic-ი.

გამოცემის ცნობით, მანეს შეძენა "ბაიერნს" სურს და მზადაა 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ მერსისაიდული კლუბი ტრანსფერში გაცილებით მაღალ თანხას ითხოვს.

AS-ი ირწმუნება, რომ მანემ "ლივერპულში" უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა: "მინდა ფანებს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო, ასევე მწვრთნელს. გუნდს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ".

სადიო "ლივერპულმა" "საუთჰემპტონისგან" 6 წლის წინ 41 მილიონად შეიძინა და მას შემდეგ კლუბში 269 შეხვედრაში 120
გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან მოდაში შემოვიდა, ფეხბურთელების გადასვლები-გადმოსვლები. ნაღდად,
საფეხბურთო ვირუსია.
ფეხბურთი საყურებლად ძალიან გაუფასურდა .
09:34 30-05-2022
0
კარგია ამის წასვლა. წელს აშკარად მოუკლო. მომავალ წელს სავარაუდოდ კიდევ უფრო მოუკლებდა. მარტო ამან კი არა, ფირმინიომაც მოუკლო და მოუძებნეს შემცვლელები, დიასი და ჟოტა. აი მანეს მაგივრად ვის მოიყვანენ ეგაა კითხვა. მბაპე კარგი იქნებოდა მაგრამ სადაა ))
ლივერპულის გულშემატკივარი
18:50 30-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული