
"ერთ-ერთის გამოყოფა ნამდვილად რთულია, რადგან ამ ჩემპიონატში ბევრი გამორჩეული მოთამაშე თამაშობს, მაგრამ "ლივერპულს" ავირჩევ. მათი თამაშის ყურება ნამდვილად სასიამოვნოა, განსაკუთრებით "მერსისაიდელთა" შემტევების", - ამბობს რონალდინიო.
შეგახსენებთ, "ლივერპულმა" გასულ სეზონში 92 ქულა მოიპოვა და პრემიერ ლიგის ვიცე ჩემპიონი გახდა, გუნდმა ინგლისის თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ დამარცხდა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა