ერიქსენმა თავისი სურვილი გაამხილა - რომელი გუნდია დანიელი ფეხბურთელის დამატების ფავორიტი

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენმა შესაძლოა, კარიერა "ტოტენჰემში" განაგრძოს.

დანიელ ფეხბურთელს "ბრენტფორდთან" კონტრაქტი ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტია. მისი დარჩენა თავად "ფუტკრებსაც" სურს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

ფაბრიციო რომანო ერიქსენის კომენტარს აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა უნდა.

ასეთ შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ნიუკასლის" წინადადებები უკანა პლანზე გადადის, რადგან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მხოლოდ "ტოტენჰემი" ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული