ერიკ ტენ ჰაგმა "იუნაიტედში" თავისი ყოფილი შეგირდი გადაიბირა

AutoSharing Option
the Mirror-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "აიაქსთან" ანტონის ტრანსფერი შეათანხმა. "წითელი ეშმაკები" ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაიხდიან.

22 წლის ფეხბურთელის დამატება "წითელი ეშმაკების" ახალი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სურვილი იყო, ვისთან ერთადაც ამსტერდამულ კლუბში მუშაობდა.

გასულ სეზონში ანტონიმ ყველა ტურნირზე 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ რაა,მერქმდენედ უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად აიაქსი???ალე დორტმუნდში გაუშვეს,ეს მანჩესტერში.არადა ლიგის ჯგუფში ზიან.რა ლოგიკა აქვთ,არცერთი კლუბი არ შვება ასე.
Master
13:42 22-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული