ორტეგა ბოლოს ბილეფილდის "არმინიაში" ასპარეზობდა. მან გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 33 მატჩში 55 გოლი გაუშვა და გუნდი გავარდა.
სტეფანი "მიუნხენ 1860"-ის აღზრდილია და "არმინიას" გარდა, მხოლოდ ამ კლუბში აქვს ნათამაშები. ორტეგას ბილეფილდელებთან კონტრაქტი 1-ელ ივლისს ეწურება და "სიტის" ფეხბურთელადაც სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება.