"სიტი" ედერსონის დუბლიორად გერმანელ მეკარეს იმატებს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "სიტი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავისუფალი აგენტის სტატუსით 29 წლის გერმანელ მეკარე სტეფან ორტეგას დაიმატებს.

ორტეგა ბოლოს ბილეფილდის "არმინიაში" ასპარეზობდა. მან გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 33 მატჩში 55 გოლი გაუშვა და გუნდი გავარდა.

სტეფანი "მიუნხენ 1860"-ის აღზრდილია და "არმინიას" გარდა, მხოლოდ ამ კლუბში აქვს ნათამაშები. ორტეგას ბილეფილდელებთან კონტრაქტი 1-ელ ივლისს ეწურება და "სიტის" ფეხბურთელადაც სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული