"ჩელსი" დე ლიხტის ხელში ჩაგდებას ცდილობს - "იუვენტუსს" უფრო მეტი თანხა სურს

AutoSharing Option
"ჩელსი" ნიდერლანდების ნაკრებისა და "იუვენტუსის" მცველის მატაის დე ლიხტის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ლონდონელები მზად არიან, ტურინელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75-დან 80 მილიონ ევრომდე გადაუხადონ.

"ვეკია სინიორა" ამ შეთავაზებაზე უარზეა, რადგან მათ დე ლიხტის სანაცვლოდ 90-დან 100 მილიონ ევრომდე თანხის გამომუშავება სურთ.

დე ლიხტს "იუვენტსუთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი ხელფასი 11 მილიონი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული