"ორ მატჩში შემიყვარდა, ის აუცილებლად უნდა გვეყიდა..." - კლოპი ნუნიესის ტრანსფერს აფასებს

AutoSharing Option
იურგენ კლოპმა დარვინ ნუნიესის ტრანსფერი შეაფასა. შეგახსენებთ, ინგლისელებმა ფეხბურთელი "ბენფიკადან" იყიდეს.

"მან ჩვენს წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშა, როდესაც "ბენფიკასთან" მატჩისთვის ემზადები ყველაფერი იცი, ფეხის ზომაც კი. მოწინააღმდეგის ყველა დეტალი გავიარეთ, ამიტომ კარგად შევისწავლეთ დარვინიც.

არვიცოდით ითამაშებდა თუარა, რადგან ეროვნული ნაკრებიდან ახალი დაბრუნებული იყო, მაგრამ მოედანზე პირველივე შეხვედრაში გამოვიდა. მისი ასპარეზობის მოედნიდან ცქერა მშვენიერი შეგრძნებაა.

ძალა ტექნიკასთანაა შერწყმული, დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. იმ ორ თამაშში შემიყვარდა, აგრესიული სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელია. მაშინ მივხვდი, რომ ნუნიესი აუცილებლად უნდა გვეყიდა და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ის
ჩვენთან მოვიდა" - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, მერსისაიდელებმა "არწივების" ხელმძღვანელობას ურუგვაელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაუხადა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული