დანიის ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი "მანჩესტერის" ფეხბურთელი გახდა.
ერიკსენს "იუნაიტედმა" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
მან გასულ სეზონში "ბრენტფორდში" 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"მანჩესტერი" განსაკუთრებული კლუბია და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მის რიგებში თამაშს. "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობის პატივი ბევრჯერ მქონდა, მაგრამ ამ გუნდის შემადგენლობაში თამაში წარმოუდგენელი იქნება", - ციტირებს ერიკსენს კლუბის საიტი.