გადამწყვეტი შეხვედრა ჩაინიშნა - დაიყოლიების ტენ ჰაგი რონალდოს დარჩენაზე?

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგსა და გუნდის ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს შორის გადამწყვეტი შეხვედრა ჩაინიშნა.

ნიდერლანდელი დამრიგებელი შეეცდება, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენაზე დაიყოლიოს.

თავად კრიშტიანოს კი "წითელი ეშმაკების" დატოვება და ისეთ გუნდში კარიერის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდოს დამატების ფავორიტი მადრიდის "ატლეტიკოა". საქმეში ასევე ლისაბონის "სპორტინგი" და მიუნხენის "ბაიერნიცაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული