პრემიერლიგის ბოსები იმედოვნებენ, რომ ამ ცვლილებით გაიზრდება მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა.
მსგავსი პრაქტიკა უკვე გამოიყენება MLS-ში. ამერიკული ლიგა YouTube-ზე ავრცელებს ვიდეოს, სადაც არბიტრების აუდიოჩანაწერია და მათი გადაწყვეტილებები აიხსნება.