"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა Sky Sports-თან "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოზე ისაუბრა:
"მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს უცნაური ტრანსფერი იყო. მუდამ მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე კარგად თამაშობდა, ეს მომენტი დადგებოდა. 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და ამის დაჯერება არ შემეძლო, ის ხომ მეორე ვიოლინოს როლზე არასოდეს დათანხმდებოდა. თუმცა კარიერის გარკვეულ ეტაპზე უნდა მიხვდე, რომ ის აღარ ხარ. პროფესიონალია და გრძელი კარიერა გამოუვიდა.
37 წლისაა, ამ სეზონში 38-ის გახდება. ის ძველი რონალდო უკვე აღარაა. ჯერჯერობით შესანიშნავი ბომბარდირია, მაგრამ ის აღარაა, რაც ადრე
იყო. შეიძლება ვცდები, მაგრამ არც ერთ კლუბს არ სურს. ახლა ყველაფერი ისე მოჩანს, რომ "მანჩესტერს" მისი თავიდან მოცილება არ შეუძლია, ვინაიდან ის ევროპაში არავის არ უნდა.
ჩემი აზრით, ტენ ჰაგს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ რონალდო არ სჭირდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ "მანჩესტერის" ფეხბურთელებს მისი გუნდში ყოფნა სურთ".
ჩემი აზრით, ტენ ჰაგს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ რონალდო არ სჭირდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ "მანჩესტერის" ფეხბურთელებს მისი გუნდში ყოფნა სურთ".
უბრალოდ ვერ მოუნელებიათ როგორ მიაღწია ამხელა წარმატებას.
თან ხომ დამკვიდრდა აზრი რომ რონალდო ვე არის ნიჭიერი მხოლოდ შრომით შეძლო და ეს მიდგომა ხომ კიდევ უფრო ბოღმავს კარაგერის ნაირ არ შემდგერებს.
:)