"ჩელსი" "ლესტერის" მცველში 85 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" გაძლიერებას განაგრძობს. მას შემდეგ, რაც კლუბმა მარკ კუკურელია 60 მილიონ ევროდ დაიმატა, ტუხელის გუნდის მორიგი სამიზნე ვესლი ფოფანაა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი ავრცელებს.

"ლესტერმა" "არისტოკრატების" პირველი შეთავაზება 72 მილიონი ევროს ოდენობით დაბლოკეს, თუმცა ტოდ ბოელი ფრანგის დამატების იმედს არ კარგავს და მზადაა "მელიებს" 85 მილიონი ევრო შესთავაზოს. თავად ფოფანამ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ "ჩელსიში" გადასვლა სურს.

ვესლი ფოფანა "ლესტერს" 2020 წელს "სენტ ეტიენიდან" შეუერთდა და მალევე კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, 21 წლის მოთამაშეს "მელიების" რიგებში
35 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული