"მანჩესტერი" ანტონის გადაბირების იმედს არ კარგავს და მეგა წინადადებას ამზადებს

AutoSharing Option
Sky Sports წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "აიაქსის" ვინგერის ანტონის ტრანსფერის მიუბრუნდა. ინგლისურ გუნდში მიაჩნიათ, რომ ბრაზილიელი ამ მძიმე სიტუაციაში ერიკ ტენ ჰააგისთვის ჭრილობაზე ერთგვარ მალამოდაც იქცეს.

მოკლედ, "წითელმა ეშმაკუნებმა" მეგა წინადადება გაამზადეს და ჩვენი უცხოელი კოლეგები წერენ, რომ ამსტერდამელებს უარის თქმა ძალიან გაუჭირდებათო...

ადრე "აიაქსის" ბოსებმა თქვეს ანტონი ძალიან ძვირად ფასობსო და ეს სიძვირე პრესაში გავრცელებული ცნობით, დაახლოებით 80 მილიონ ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული