გუშინ, პრემიერ ლიგის მე-4 ტურში ერთმანეთს "ლივერპული" და "ბორნმუთი" დაუპირისპირდნენ, "სქაუზერებმა" "ალუბლები" 9:0 დაამარცხეს.
შეხვედრაში დუბლი შეასრულეს რობერტო ფირმინომ და ლუის დიაშმა, ასევე თავი გამოიჩინეს ჰარვი ელიოტმა, ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა, ვირჯილ ვან დეიკმა, და ფაბიო კარვალიომ.
"ლივერპული" მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, "ნიუკასლი" წინააღმდეგ გამართავს, "ბორნმუთი" კი იმავე დღეს "ვულვზს" გაეჯიბრება.