"ჩელსიმ" ამ ზაფხულს 269 მილიონი დახარჯა - ტუხელმა გუნდი სრულად დააკომპლექტა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ჩელსი" ანდრეას კრისტენსენმა და ანტონიო რუდიგერმა დატოვეს, ლონდონელთა დაცვაში სიცარიელე გაჩნდა.

"ლურჯებმა" ვეტერანებს, ტიაგო სილვასა და სესარ ასპილიკუეტას, ნდობა გამოუცხადა, თუმცა გულშემატკივრებს ახალი და ვარსკვლავური ტრანსფერებიც შესთავაზეს.

გუნდის ახალმა მფლობელმა ტოდ ბოელიმ ამ ზაფხულს გუნდში დიდი ინვესტიცია განახორციელა, "არისტოკრატებმა" 269 მილიონი დახარჯეს. აქედან თითქმის მთელი თანხა, 195 მილიონი ევრო, დაცვის ხაზის გაძლიერებას მოხმარდა.

"ჩელსის" სატრანსფერო აქტივობა ასე გამოიყურება:

ვესლი ფოფანა ("ლესტერი") - 82.5 მილიონი ევრო

მარკ კუკურელია ("ბრაიტონი") - 65.3 მილიონი ევრო

რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი") -
56.2 მილიონი ევრო

კალიდუ კულიბალი ("ნაპოლი") - 38 მილიონი ევრო

კერნი ჩუკუემეკა ("ასტონ ვილა") - 18 მილიონი ევრო

გაბრიელ სლონინა ("ჩიკაგო") - 9 მილიონი ევრო

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("ბარსელონა") - 7.5 ევრო

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული