შეხვედრის პირველი ნახევარი "წითელი ეშმაკების" უპირატესობით წარიმართა, კეპა არისაბალაგას კართან რამდენიმე მომენტიც შეიქმნა, თუმცა ესპანელი მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
86-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა სკოტი მაკტომინეიმ საჯარიმოში წესები დაარღვია და არმანდო ბროია წააქცია, რის გამოც დე ხეას კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ჟორჟინიომ "ჩელსი" დააწინაურა, შეხვედრის მიწურულს კი "მანკუნიანელთა" ახალწვეულმა კაზემირომ თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
ამრიგად, გუნდებმა ქულები გაიყვეს, "არისტოკრატებს" 21 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებენ, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი 20 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. "ჩელსი" მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ზალცბურგის" წინააღმდეგ გამართავს, "მანკუნიანელები" კი 27 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე "შერიფს" უმასპინძლებენ.