დაძაბული მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე" და 94-ე წუთზე გადარჩენილი ქულა - მანჩესტერ იუნაიტედმა და ჩელსიმ ქულები გაიყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი "წითელი ეშმაკების" უპირატესობით წარიმართა, კეპა არისაბალაგას კართან რამდენიმე მომენტიც შეიქმნა, თუმცა ესპანელი მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

86-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა სკოტი მაკტომინეიმ საჯარიმოში წესები დაარღვია და არმანდო ბროია წააქცია, რის გამოც დე ხეას კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ჟორჟინიომ "ჩელსი" დააწინაურა, შეხვედრის მიწურულს კი "მანკუნიანელთა" ახალწვეულმა კაზემირომ თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

ამრიგად, გუნდებმა ქულები გაიყვეს, "არისტოკრატებს" 21 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებენ, "მანჩესტერ
იუნაიტედი" კი 20 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. "ჩელსი" მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ზალცბურგის" წინააღმდეგ გამართავს, "მანკუნიანელები" კი 27 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე "შერიფს" უმასპინძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დაიჭირა იმან თევზი ბოლოს? :)
გივი
10:35 23-10-2022
0
რანაირი მიმოხილვა გიდევთ? კაზემიროს გოლის ნაცვლად ჩინელი მეთევზეები რატომ ჩანან?
Lado
09:58 23-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული