"მიდლსბროს" 41 წლის მაიკ კერიკი ჩაუდგა სათავეში, - ამის შესახებ კლუბი თავისი საიტით იტყობინება.
მან 3 ოქტომბერს გადაყენებული კრის უაილდერი შეცვალა. კლუბი "მანჩესტერის" ყოფილ ნახევარმცველთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალებს არ აკონკრეტებს.
კერიკს "იუნაიტედში" 464 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და შემდეგ ამავე გუნდში ოლე-გუნარ სოლსკიაერის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.
16 ტურის შემდეგ "მიდლსბრო" ჩემპიონშიფში 17 ქულით 21-ე ადგილზეა.