აივან ტოუნი საკუთარი გუნდის წინააღმდეგ ფსონის გაკეთებაშია ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
"ბრენტფორდის" ფორვარდი აივან ტოუნი საკუთარი გუნდის წინააღმდეგ ფსონის გაკეთებაშია ეჭვმიტანილი.

როგორც Sky Sports-ი წერს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გამოძიება დაკავშირებულია მატჩის ფსონთან, ვიდრე ტოუნი "ბრენტფორდის" ფეხბურთელი გახდებოდა. 

ამ ამბავს თავად 26 წლის თავდამსხმელიც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გამოძიებას ყველანაირად ეხმარება და ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კომენტარს არ გააკეთებს. ტოუნი იმედოვნებს, რომ ის ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდება და მუნდიალზეც წავა, მისი ოცნება კი საკუთარი ქვეყნის რიგებში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშია.

ტოუნიმ მიმდინარე სეზონში 13 პრემიერლიგურ შეხვედრაში 8 გოლი შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული