რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ ცნობილ გერმანელ მეკარე ლორის კარიუსს სასიყვარულო ურთიერთობა იტალიელ სპორტულ ჟურნალისტ დილეტა ლეოტასთან აქვს, თუმცა წყვილი საჯაროდ არ დაფიქსირებულა.
ახლა კი პაპარაცებმა ისინი მოსეირნე მილანის ქუჩებში დააფიქსირეს. კარიუსი ამჟამად პრემიერლიგის ბინადარ "ნიუკასლში" ირიცხება, თუმცა საერთოდ არ ათამაშებენ, ლეოტა კი DAZN-ის ჟურნალისტია.