"ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, "მანჩესტერმა" მიღალატა" - კრიშტიანო რონალდოს სკანდალური ინტერვიუ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ პირს მორგანს ინტერვიუ მისცა, სადაც სკანდალური განცხადებები გააკეთა.

პორტუგალიელი ერიკ ტენ ჰაგს, რალფ რაგნიკსა და უეინ რუნისაც შეეხო:

"ერიკ ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, რადგან ის ჩემ მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს. ასეთი ვარ, თუ პატივისცემით არ მომექცევი, ანალოგიურად გიპასუხებ.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიღალატა. კლუბი ცდილობდა, რომ გავეყიდე. არა მარტო მწვრთნელს, არამედ ზოგიერთ ფეხბურთელს ჩემი კლუბში ყოფნა არ სურდა. ამას მხოლოდ წელს
არ ვგრძნობ, გასულ წელსაც მსგავსი შეგრძნება მქონდა.

რალფ რაგნიკი? - თუ არ ხარ მწვრთნელი, არ მესმის, როგორ უნდა გახდე "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელი. სიმართლე გითხრათ, რაგნიკის არასდროს მესმოდა.

რას ვფიქრობ რუნის კრიტიკაზე? - არ ვიცი... შესაძლოა, იმიტომ მაკრიტიკებს, რომ ის პენსიაზე გავიდა, მე კი ისევ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ", - თქვა რონალდომ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაგნიკის არეულია იუნაიტედი. რაგნიკი არის მოსაცილებელი.
გია
23:29 14-11-2022
0
დიდი შეცდომაა იყო რონალდუს მხრიდან რეალის დატოვება, ორი-სამი წელი კიდევ შეეძლო მაშინ უმაღლეს დონეზე თამაში და კარიერაც რეალში უნდა დაემთავრებინა, მაგრამ ფულს(რომელიც ისედაც საკმარისზე მეტი აქვს)ანაცვალა კარიერა და თავისი პრესტიჟი და გასაკვირი სულაც არ არის რაც ეხლა ხდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც დიდი ფეხბურთელია და ლეგენდაა
მამუკა
16:58 14-11-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული