"სიტიმ" "ლიდსი" მარტივად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში "მანჩესტერ სიტი" "ლიდს იუნაიტედს" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

"ქალაქელებმა" პირველი ტაიმი როდრის 45+1 წუთზე გატანილი გოლით მოიგო. მეორე ნახევარში ერლინ ჰოლანმა თავი 51-ე და 64-ე წუთებზე გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში კი პასკალ შტრუიკმა 73-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, 15 თამაშის შემდეგ "სიტი" 35 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 31 დეკემბერს, "ევერტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ლიდსი" 15 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 31 დეკემბერს კი "ნიუკასლს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული